• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    იანვარი

    ჩარგალში სახალხო დღესასწაული მიხაობა აღინიშნა

    ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე, მოადგილეებთან ვასილ წიკლაურთან და ოთარ ჩხეიძესთან ერთად, დაესწრო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.

    25 იანვარს, ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და „შეფიცულთა რაზმის'' წევრის მიხა ხელაშვილის დაბადების და გარდაცვალების დღეა.

    ახალგაზრდა პოეტი მისსავე დაბადებისდღეზე ვერაგულად მოკლეს.

    მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ განისვენებდა. არავის მისცეს დაკრძალვის უფლება. მისმა დამ, სალომემ, ძმის ნეშტი მოიპარა და დაკრძალა.

    ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი, 25 წლის ვაჟკაცი სამშობლოს დაცვას შეეწირა!

    საბჭოთა პერიოდში ხალხურად იყო მოხსენიებული მისი ლექსი - „ლექსო ამოგთქომ ოხერო“.

    ჩარგალში, მიხა ხელაშვილის საფლავთან შეკრებილმა ადგილობრივებმა და სტუმრებმა ეროვნულ გმირს პატივი, ძველი ფშაური საბრძოლო ტრადიციების მიხედვით, მიაგეს.

    18
    იანვარი

    კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

    დუშეთის  მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში  ორი დოზით 31%, ხოლო ერთი დოზით 57%-ია  ვაქცინირებული.

    ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ქალაქ დუშეთის  ჯეოჰოსპიტალსში და მუნიციპალიტეტის 7 სოფელში, სადაც მოწყობილია ამცრელი კაბინეტები. მოსახლეობას აცრა ფაიზერითა და ჩინური წარმოების ვაქცინებით შეუძლია.

    აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალს შესაბამისი ტრენინგები აქვს გავლილი, ხოლო ამცრელი დაწესებულებები აღჭურვილია  ყველა საჭირო სამედიცინო პრეპარატით.

    საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრი იმუნიზაციის პროცესზე ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.

    ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დაწყებულია ბუსტერ დოზით ვაქცინაცია, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

    ასევე, შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარშიც გრძელდება. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

    კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პირს ავტომატურად ჩაერიცხება.

    14
    იანვარი

    სახელმწიფო დროშის დღე

    14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობები ქართული დროშებით გაფორმდა. ასევე, დუშეთის ილია ზაქაძის სახელობის კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ფოტოგამოფენა.

    სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე მოადგილეებთან- ვასილ წიკლაურთან და ოთარ ჩხეიძესთან ერთად დაესწრო.

    2004 წლის 14 იანვარს მიღებულ იქნა ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ.

    ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

    12
    იანვარი

    სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ, მოადგილეებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და შეაფასეს გარდამავალი და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობის პროცესი.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ყურადღება გაამახვილა როგორც შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, ასევე ვადებზე. მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მითითება მისცა, რათა ყოველდღიურ რეჟიმში გაკონტროლდეს მიმდინარე სამშენებლო პროცესი. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი და აქტიური მუშაობის შედეგად, 2022 წელი მუნიციპალიტეტისთვის მეტად ნაყოფიერი იქნება.

    17
    იანვარი

    17 იანვარს საკრებულოს სხდომა გაიმართა

    დღეს, 17 იანვარს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე საკრებულოს დეპუტატების მიერ მერიის წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:

    დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ - მოხსენება წარადგინა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ.

    „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის № 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ - მოხსენება წარადგინა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ.

    “დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - მოხსენება წარადგინა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ელგუჯა უნდილაშვილმა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფ, ქუბრიანთკარში მდებარე 31 კვ.მ და სოფ, ბულაჩაურში მდებარე 32 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (წყლის სისტემის ნაგებობები) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ - მოხსენება წარადგინა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფ, ბულაჩაურში მდებარე 2587 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (წყლის სისტემის ნაგებობები) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ - მოხსენება წარადგინა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ - მოხსენება წარადგინა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ.

    11
    იანვარი

    საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომის
    დღის წესრიგი
    2022  წლის  17  იანვარი
    სხდომის დასაწყისი  1200    საათზე
    ქ. დუშეთი


    1.დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ  -
    პროექტი იხილეთ ბმულზე
    2.„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021  წლის 21 დეკემბრის № 21  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ - პროექტი იხილეთ ბმულზე
    3. “დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის  21 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - პროექტი იხილეთ ბმულზე
    4.  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების -  სოფ, ქუბრიანთკარში მდებარე 31 კვ.მ და სოფ, ბულაჩაურში მდებარე 32 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (წყლის სისტემის ნაგებობები) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის  შესახებ
    5. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების -  სოფ, ბულაჩაურში მდებარე 2587 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (წყლის სისტემის ნაგებობები) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის  შესახებ
    6. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ.

    25
    ოქტომბერი

    26 ნოემბერს, ქ. დუშეთში გაიმართება საჯარო განხილვა "გუდაურის მაღლობების" განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტთან დაკავშირებით

    24
    მარტი

    24 მარტს, 17:00 სთ-ზე, მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართება შეხვედრა ახალგაზრდული პროექტების შესახებ