• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    მარტი
    სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის კარგი ფინანსური მართვის პროგრამის (GFG) ექსპერტ გიორგი ტოკლიკიშვილთან.

    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ახალ ინიციატივაზე, რომლის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა.

    პირველ ეტაპზე მომზადდება მოქალაქეთა ჩართულობის კომპლექსური პროგრამა, რომლის განხორციელებას მუნიციპალიტეტი დაიწყებს მაისის თვიდან.

    ინიციატივა ხორციელდება GIZ-ის კარგი ფინანსური მართვის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს, რომ 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად სრულყოფილად ასახავდეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.

    შეხვედრას ესწრებოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო, ადმინისტრაციული, ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების ხელმძღვანელი პირები.