• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    აპრილი
    35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან - გოჩა ქავთარაძესთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მათ ქალაქ დუშეთში, 9 აპრილის მემორიალი თაიგულით შეამკეს, ხოლო ქ. დუშეთის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა გრიგოლიმ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

    ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს პატივი, ასევე, მიაგეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვასილ წიკლაურმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთო წიკლაურმა და საკრებულოს კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა.

    „დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომელთა თავდადებამ და თავგანწირვამ ორი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. თავისუფლება და დამოუკიდებლობა - ეს არის ის ორი ძირითადი საყრდენი, რასაც ყოველთვის იცავდა მთიელი ხალხი,”- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.